რწმენა თუ მართვა?

 საერთოდ უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა ამ ბოლო დროს რელიგიისადმი. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება , რომ ხალხი არა ღმერთს , არამედ საეკლესიო პირებს ეთაყვანებიან.

ამავდროულად გავცივდი. 

უკვე ვთვლი , რომ ადამიანთა მანიპულირებისათვისაა საჭირო ყოველივე ეს.

Image

 

დიდი მორწმუნე არც ადრე ვყოფილვარ. ხოდა ახლა საერთოდ უინტერესო და უაზრო თემად მიმაჩნია ყოველივე. 

ბევრი , არა უამრავი კითხვა მაწუხებს ყველა რელიგიის “ქურუმისადმი”. 

 რა მგონია 10 მცნება? კარგად ჩამოყალიბებული კანონი , რათა ადამიანებმა ერთმანეთი არ დავკლათ. ხოლო ყოველივე ის მონაბოდი იქ ჩამოვარდა და იმას თავზე დაეცა ზღაპრულია.

 რატომ არის ბიბლიაში ამდენი სისხლისღვრა? განა ჩვენი რელიგია მშვიდობასა და სიყვარულს არ გვასწავლის?!

რატომ არის რომის პაპი წმინდანად გამოცხადებული სიცოცხლეშივე , განა ის ისეთივე ადამიანი არა?!

რატომ არის ასეთი სისხლიანი ყველა რელიგიის ისტორია?! 

რელიგია?! კარგით რა. კონტროლი , ჩვეულებრივი კონტროლი.

4 responses to “რწმენა თუ მართვა?

  1. ანუ ფიქრობ რომ რელიგია ადამინთა სამართავადაა.. მე ამაზე საკუთარი თეორია მაქვს ჩამოყალიბებული.. ძალიან ფართომაშტაბიანი თემაა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი..

Leave a comment