ჰობიტები (ნაწ.1)

 დღეს მე და ჩემი მეგობარი ჰობიტებზე ვიყავით კინოთეატრ რუსთაველში. პიტერ ჯექსონისებური ფილმია. შემთრევი , ზე გრაფიკა , ლამაზი სახეები , შემზარავი ბოროროტება და ბეჭედი. კინოგურმანებს აუცილებლად გირჩევთ ფილმი უყუროთ.

Image

ჩვენი გამოთვლებით ჯექსონის კონკურენციას ვერავინ გაუძლებს და პიტერი სახლში მინიმუმ 3 ოსკარით დაბრუნდება : გრაფიკი , მეიქ აფი და კოსტუმი. სავარაუდოდ სცენარს კვენტინ ტარანტინო მოიგებს ჯანგოთი. საუკეთესო მსახიობი : დენზელ ვაშინგტონი , დენიელ ლუისი ან ლეონარდო დიკაპრიო ( ამ შემთხვევაში დენიელის ლინქლონს ვანიჭებ უპირატესობას) საუკეთესო რეჟისორი: კუენტინი , ჯექსონი , კეტრინ ბიგელოუ , სტივენ სპილბერგი და კრისტოფერ ნოლანი. საუკეთესო ქალი მსახიობი : ჯესიკა ჩესტეინი. საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი : ჯოზეფ გორდონ ლევიტი.

 არჩევანი დიდია და კონკურენცია სერიოზული. ძნელია მათგან საუკეთესო გამოარჩიო. პიტერს დიდ კონკურენციას კრისტოფერ ნოლანი უწევს ( მუქი რაინდი) თუმცა მეეჭვება რაიმე გაქაჩოს.

 მაშ ასე…ბეჭდის ისტორიის კიდევ ბევრ დეტალს ვიგებთ. სიმართლე გითხრათ ისეთივე ძლიერი სიუჟეტი არაა ჰობიტებში , როგორც მბრძანებელში ,თუმცა იმდენად ლამაზი და სრულყოფილი კადრებითაა ფილმი სავსე , რომ არ შეიძლება თქვა არ მომწონსო. 

ასე , რომ გუდ ლაქ პიტერ. 

ჰობიტების მეორე ნაწილი 2013 წელს , ხოლო მესამე ნაწილი 2014 წელს. პიტერმა გადაწყვიტა ფილმი ტრილოგიად ექცია.

4 responses to “ჰობიტები (ნაწ.1)

  1. სანამ წიგნს არ წავიკითხავ არ ვუყურებ, თორემ მერე ინტერესი დამეკარგება.. ისე კარგ ფილმს მოველი…<3

Leave a comment